Thursday, August 4, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება
ქართული ფოლკლორი

პროექტის მთავარი იდეა(თემა)1–2წინადადებით
პროექტის იდეა არის  ხალხში არსებული ფოლკლორის შესწავლა

პროექტის აქტუალობა
პროექტი აქტუალურია იმით, რომ მოსწავლეები გაეცნობიან, შეისწავლიან ხალხურ შემოქმედებას

პროექტის მიზნები
პროექტის მიზანი არის ის, რომ არ დაიკარგოს ხალხში  უამრავი თქმულებები, ბალადები, ანდაზები, გამოცანები, ხალხური ლექსები.
კონკრეტულად შეისწავლიან  ხალხის შემოქმედებას. ისინი კვლევა–ძიების უნარს და შინაგან მოტივაციას  განავითარებენ. კონკრეტული ინფორმაციის მოსაპოვებლად მოსწავლე იყენებს  საბავშვო ენციკლოპედიის სტატიებს, საკითხავ მასალად იყენებს ფოლკლორულ ჟანრებს:ზღაპრებს, ანდაზებს, გამოცანებს, ბალადებს, თქმულებებს. შემდეგ  ისინი შედეგების მისაღწევად  იყენებენ კვლევა–ძიების  მეთოდებს და ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ შთბეჭდილებებს.

მონაწილეთა ასაკი
11–12 წელი                                                                                                                                                          

ვადები/ხანგრძლივობა
სასწავლო წლის ნებისმიერ პერიოდში 3–4 თვე

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას
მასწავლებელმა წინასწარ უნდა გააცნოს  მოსწავლეებს  პროექტის მიზნები და ამოცანები. ეს პროექტი უნდა იყოს  მოსწავლის ცოდნის დონისა ასაკის შესაფერისი.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები
სახელმძღვანელოები, ენციკლოპედიები, აუდიო და ვიდეო მასალა, მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსაძიებელი  ინფორმაციის შერჩევაში.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები)
საკუთარ სოფელში მოიძიონ ხალხური ლექსები, ანდაზები,გამოცანები,სიმღერები.
შემდეგ ხდება მოძიებული მასალის განხილვა(პრეზენტაცია)
 შემდეგ შევაფასებ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
ზეპირი პრეზენტაცია, მსჯელობა, დისკუსია.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი
პროექტი კავშირში იქნება ისტორიასთან, ხელოვნებასთან და მუსიკასთან.მოსწავლეები წარმოადგენენ მოძიებული მასალების შექმნის ისტორიას.ხელოვნების ნიმუშებს,რომელიმე ბალადის მუსიკალურ შესრულებას.
ქართ. VI. 5. მოსწავლეს შეუ-ძლია დისკუსიაში მონაწი-ლეობის ჯგუფური და ინ-დივიდუალური სტრატე-გიების ეფექტურად გამოყენება.


პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი)
იზოლდამესტვირიშვილი


ხელმძღვანელის ელ–ფოსტა
izoldamestvirishvili@gmail.com

პროექტის ვებ–გვერდი
izoldamestvirishvili.blogspot.com